საბავშვო ბაღი ბასტიბუბუ აცხადებს 2018-2019 ს.წ. ბავშვების  მიღებას

(ასაკი 3 წლიდან - 6 წლამდე).

ბაღში სწავლება მიმდინარეობს ჰუმანური პედაგოგიკის პროგრამით,

ამასთან ერთად ისწავლება რუსული და ინგლისური ენები.

ბაღი მუშაობს 9:00 სთ-დან 18:30 წუთამდე  შაბათ კვირის გარდა.

მისამართი

თბილისი – საირმის ქ. 59

ტელ: 574 77 00 88

 

 

გასული საუკუნის სამოციანი წლების დასაწყისში ბატონმა შალვა ამონაშვილმა საქართველოში დააფუძნა პედაგოგიკის ახალი მიმართულება სახელწოდებით ჰუმანური პედაგოგიკა, რომელმაც შეცვალა ბავშვისადმი დამოკიდებულება და პედაგოგის ფუნქცია. დღესდღეობით ჰუმანური პედაგოგიკის პრინციპებით მუშაობს ათეულ ათასობით მასწავლებელი სხვადასხვა ქვეყანაში.
 
წელს ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ცენტრმა ბასტი ბუბუს, როგორც საქართველოში მოღვაწე საგანმანათლებლო დაწესებულებას,  მიანიჭა ჰუმანური პედაგოგიკის აღმზრდელობითი დაწესებულების წოდება, რის დასტურადაც გადმოგვეცა შესაბამისი აბრა და სიგელი. 2013 წლის 25 ოქტომბერს ბასტი ბუბუს სტუდიაში მოხდა აბრის გახსნის ცერემონია. გახსნის შემდეგ დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ ენახათ ბასტი ბუბუს 21 წლიანი სამუშაოს შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი.
 
გახსნას ასევე ესწრებოდა ბ-ნი შალვა ამონაშვილი, რომელმაც გახსნის შემდეგ მადლობა გადაუხადა ბასტი-ბუბუს მთელს გუნდს თავისი საქმიანობისთვის და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მიღებული სტატუსის მნიშვნელობას.