ბაღის პროგრამა

 

 

შალვა ამონაშვილი

ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი - აკადემიკოსი,

ჰუმანური პედაგოგიკის დამფუძნებელი.

ბაღის პროგრამის პროექტის ავტორი.

 

Human ლათინურად ადამიანს ნიშნავს - ჰუმანური პედაგოგიკაც დაყრდნობილია ადამინის უმაღლეს ღირებულებებზე. პროგრამა რომელიც დაიწერა ბასტი ბუბუს საბავშვო ბაღისთვის დაყრდნობილია იმ გამოცდილებაზე, რაც მრავალი წელია პრაქტიკაშია მსოფლიოს 20მდე ქვეყანაში. იმედი მაქვს, ქართველ ბავშვებსაც მოეწონებათ ჰუმანურ გარემოში აღზრდა.

 


 

პაატა ამონაშვილი

ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

ჰუმანური პედაგოგიკის ასოციაციის პრეზიდენტი

ბაღის პროგრამის ხელმძღვანელი

 

ბასტი ბუბუს ბაღში მუდმივად ხდება აღმზრდელების და ძიძების გადამზდება ჰუმანური პედაგოგიკის პრინციპებით. ინერგება ახალი თამაშები და მეცადინეობები. ამ ბაღის გამოცდილება საინტერესოა სხვადასხვა ქვეყნებითვის. ჩვენ ჩაბმული ვართ ერთიან ქსელში და მუდმივად ხდება გამოცდილების გაზიარება, რაც უფრო ამდიდრებს ჩვენს გამოცდილებას.

 


 

თამარ სხვიტარიძე

ბასტი ბუბუს დამფუძნებელი და პროდიუსერი.

ბაღის პროგრამის სამხატვრო ხელძღვანელი

 

ბასტი ბუბუს და ჰუმანური პედაგოგიკის ერთობლიობა ძალიან საინტერესო და ორგინალურ პროგრამას ქმნის. ჩვენი თანამშრომლები არიან: მაღალი კლასის პედაგოგები, ბავშვები და მათი ოჯახები - ჩვენ ერთად ერთი მიზანი გვაქვს - მომავალი თაობა გვინდა იყოს ბედნიერი.

 

 

 


ბასტი-ბუბუ ბაღის პროგრამა მთლიანად ეფუძნება ჰუმანური პედაგოგიკის პრინციპებს. იგი შემუშავებული იყო სპეციალურად ჩვენი ბაღისთვის, დიდი პედაგოგის, აკადემიკოს შალვა ამონაშვილის მიერ, 
რომელიც ჰუმანური პედაგოგიკის მიმდინარეობის დამფუძნებელია
 
ბაღის პროგრამის სრული ვერსია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქ: (ბაღის პროგრამა)